понедельник, 17 октября 2016 г.

ტრენინგის მეცხრე დღე

ინტელის ტრენინგი მნიშვნელოვანია ყველა პედაგოგისთვის.გვაქვს სახელმძღვანელო,
 მისი დახმარებით შეგვიძლია ვიმუშაოთ ახალ პროექტებზე მომავალში.
  ინტელის  დახმარებით ახლა უკვე გვაქვს  საკუთარი პორტფოლიო,სადაც შეგვიძლია    განვათავსოთ  ჩვენი ნამუშევრები.
  დღეს  ყველაზე მნიშვნელოვანი, საინტერესო და სახალისო იყო, როდესაც ჯგუფის ყველა წევრმა წარმოადგინა ფასილიტაციის პრეზენტაცია. ვისაუბრეთ სუსტ და ძლიერ მხარეებზე,რასაც სამომავლოდ გავითვალიცწინებთ. მადლობა თითოეულ წევრს ურთიერთობისთვის და ჩვენს უსაყვარლეს ნათიას გაწეული შრომისთვის.
  

воскресенье, 2 октября 2016 г.

ტრენინგის მერვე დღე

დღე ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო .
შევქმენით  ფასილიტაციის  დოკუმენტი. ვაწარმოეთ ჩეკლისტები  და ასევე პროექტის მახასიათებლის ჩეკლისტი. ყველაზე საინტერესო იყო ტრენინგის ბოლო ნაწილი , გამოვაქვეყნეთ ბლოგზე ჩვენი საქაღალდეები. დიდი მადლობა ინტელს და ჩვენს საყვარელ , ენერგიულ ტრენერს ნათიას.

ს. ესენინი და მისი შემოქმედება-პროექტის პორტფოლიო XI კლასი

суббота, 1 октября 2016 г.

ტრენინგის მეშვიდე დღე

დღე ნაყოფიერი იყო. გავეცანით მიმდინარე შეფასების  პრაქტიკას და განმავითარებელ თვითშეფასებას. დავასრულეთ პროექტის გეგმა. ინტელის სახელმძღვანელოში  განვიხილეთ  რამოდენიმე  მოსწავლეთა მხარდაჭერის შაბლონი. შემდეგ პროექტის თემიდან გამომდინარე შევქმენი ბროშურა და  მოვათავსე   საქაღალდეში.

воскресенье, 25 сентября 2016 г.

ტრენინგის მეექვსე დღე

დღე ნაყოფიერი იყო . მოვარგეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომს შეფასების რუბრიკა. ვიმუშავეთ პროექტის გეგმის მსვლელობაზე. ვისწავლეთ ჩანართები ბლოგზე.

ტრენინგის მეხუთე დღე

დღე საინტერესო იყო. ტრენინგის მეხუთე დღეს ვისწავლეთ  შეფასების მეთოდები და გავაკეთეთ მათი მოკლე მონახაზი ინტელის სახელმძღვანელოდან . ვისწავლეთ საავტორო უფლებების დაცვა და ვიდეოს გადატანა ბლოგზე. გავაკეთეთ  მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი power-Point-ში,პროექტის პრეზენტაციისთვის.
დღითიდღე საინტერესო ხდება ჩვენი ტრენინგი. მადლობა ინტელს და ჩვენს ენერგიულ ტრენერს ნათიას.